14 წლის გოგოს მკვლელობაში ეჭვმიტანილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა – დამნაშავე ამ დრომდე მიმალვაშია

  15:45:59     09-10-2023

14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს, ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს და აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ, რამდენიმე საათის წინ მიიღო.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამაბლოში მცხოვრები, 27 წლის ალიმ ასლანოვი ამ დრომდე მიმალვაშია.

პროკურატურამ საქმეზე შეგროვილი მტკიცებულებები ბრალის წარსადგენად საკმარისად მიიჩნია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11'109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მკვლელობას გულისხმობს.

ალიმ ასლანოვმა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი, 14 წლის გოგო ორი თვის წინ მოიტაცა. გამოძიება ქორწინების იძულების მუხლითაც მიმდინარეობს.