ავარია ყვარელში - დაიღუპა ორი ადამიანი

  13:23:09     03-10-2023

ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

"ტოიოტა პრიუსის" მარკის მანქანა მოცურდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა ქალი და კაცი ადგილზე დაიღუპა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა იმუშავეს.