
"არანაირი ბუნტი არ არის, ყველა თავის მოვალეობას ასრულებს" - თურნავა ეროვნულ ბანკში მიმდინარე პროცესზე
15:47:28     26-09-2023
რანაირი ბუნტი არ არის, ყველა თავის მოვალეობას ასრულებს - ამბობს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ბანკში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით:
"გადაამოწმეთ ხოლმე თქვენი წყაროები და ინფორმაცია. არანაირი ბუნტი არ არის, ყველა თავის მოვალეობას ასრულებს. სიმშვიდეა და თქვენც შეგიძლიათ მშვიდად იყოთ", - უთხრა თურნავამ "ფორმულას".
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ სებ-ი ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა, გვანცა ცქიტიშვილმაც დატოვა.