გერმანიაში ქართველ წყვილს თავს დაესხნენ – კაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქალზე კი სექსუალურად იძალადეს
15:24:41     26-09-2023
გერმანიის პოლიციამ ქართველ წყვილზე თავდასხმის და სექსუალური ძალადობის საქმე გახსნა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დანაშაული ივნისში, ბერლინის ერთ-ერთ პარკში მოხდა.
როგორც მედია წერს, წყვილი პარკში 2 შვილთან ერთად (4 და 7 წლის) იმყოფებოდა.
თავდამსხმელები ქართველ კაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ცოლი კი მისი და შვილების თანდასწრებით გააუპატიურეს.
პოლიციამ 3 ბრალდებულები დააკავა - მათი ვინაობა გამომძიებლებისთვის წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო ცნობილი იყო. თავდამსხმელებს კავშირი ჰქონდათ ნარკოტიკების გასაღებასთანაც.
სასამართლო პროცესი მომხდარზე ჯერ არ ჩანიშნულა.