სალათი „მიმოზა“
14:30:16     02-09-2011
მასალა:
თევზის კონსერვი – 1 ქილა (200 გრამი)
მოხარშული სტაფილო – 1–2 ცალი
მოხარშული კვერცხი – 4–5 ცალი
ხახვი – 1 ცალი
მაიონეზი
მარილი
ახლადდაფქული წიწაკა
მწვანილი
მომზადების წესი:
თევზის კონსერვს გადავუღვაროთ სითხე და ჩანგლით დავჭყლიტოთ. ხახვი გავასუფთაოთ და წვრილად დავჭრათ. კვერცხი გავასუფთაოთ და ცილა გმოვყოთ გულისგან. ცილა და გული სხვადასხვა ჭურჭელში მსხვილ სახეხზე გავხეხოთ. ცოტაოდენი გული შემოვინახოთ, სალათის მოსართავად. მოხარშული სტაფილოც გავფრცქვნათ და მსხვილ სახეხზე გავხეხოთ. მიღებული ინგრედიენტები კი ჯამში შემდეგი თანმიმდევრობით მოვათავსოთ: თევზის კონსერვი, ხახვი, გახეხილი ცილის ნახევარი, გახეხილი სტაფილო, კვერცხის გული და დარჩენილი კვერცხის ცილა. ამავდროულად, თითოეულ ეტაპზე მოყრილ ინგრედიენტებს, დავუმატოთ მარილი, წიწაკა და მოვასხათ მაიონეზი. თავზე მოვაყაროთ დარჩენილი კვერცხის გული და ზემოდან მოვათავსოთ კამა.