სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა, დასკვნა გადაგზავნილია პრეზიდენტთან
20:24:01     20-09-2023
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და დასკვნა გადაგზავნილია პრეზიდენტისთვის:
"საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან", – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.