"კეთილსინდისიერება და გამბედაობა გმირობა არ არის, კეთილსინდისიერება და გამბედაობა საჯარო მოხელის ვალდებულებაა" - ნიკა გვარამია
14:08:23     20-09-2023
"კეთილსინდისიერება და გამბედაობა გმირობა არ არის, კეთილსინდისიერება და გამბედაობა საჯარო მოხელის ვალდებულებაა", - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრის მიერ თანამდებობების დატოვებას.
"კეთილსინდისიერება და გამბედაობა გმირობა არ არის, კეთილსინდისიერება და გამბედაობა საჯარო მოხელის ვალდებულებაა.
მივესალმები ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტების, პაპუნა ლეჟავას და არჩილ მესტვირიშვილის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილებებს.
საზოგადოებას იმავეს მოლოდინი აქვს არა მხოლოდ ეროვნული ბანკის საბჭოს დანარჩენი წევრებისგან, არამედ ყველა წესიერი და პატრიოტი თანამდებობის პირისგან, რადგან მათი ვალდებულებაა, შეწყვიტონ თანამშრომლობა ავტორიტარულ რეჟიმთან, რომელმაც ქვეყანა რუსეთის უკანა ეზოდ აქცია და რომელიც მზადაა საქართველოს მომავალი ეფესბეს მხილებული აგენტის დაცვას გადააყოლოს", - წერს "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.