სალათი „ზღვის მარგალიტი“

  14:29:48     02-09-2011

მასალა:

ხორცი, კრევეტები ან კრაბის ჩხირები – 200 გრამი
ზღვის კომბოსტო (დაკონსერვებული) – 100 გრამი
ბრინჯი – 2 სუფრის კოვზი
სტაფილო – 1–2 ცალი
მაიონეზი

მომზადების წესი:

ბრინჯი მოვხარშოთ. კვერცხი მოვხარშოთ და გავასუფთაოთ. ამის შემდეგ კი დავჭრათ კუბებად. სტაფილოც მოვხარშოთ და ისიც კუბებად დავჭრათ. დაკონსერვებული ზღვის კომბოსტო, 1,5–2 სანტიმეტრის სიგრძის ნაჭრებად დავჭრათ. წინასწარ დაჭრილ კრაბის ჩხირებს დავუმატოთ მომზადებული მასა და მოვასხათ მაიონეზი. ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში.