სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა თანამდებობას ტოვებს
13:43:05     20-09-2023
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს გადადგომის მოთხოვნით, განცხადებით მიმართა.
შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა გუშინ, 19 სექტემბერს ოთარ ფარცხალაძისთვის გამონაკლისი დაუშვა და საერთაშორისო სანქციების დაწესების მიუხედავად, მას ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა.