SOLO X ალექსანდრე კორძაიას სპექტაკლის „ბრუნტეტი - დაბრუნება“ მხარდამჭერია
10:25:09     14-09-2023
SOLO X საქართველოში კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით SOLO X მუსიკალური სპექტაკლის „ბრუნტეტი - დაბრუნება“ მხარდამჭერია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქის თეატრებში გაიმართება.
„ბრუნტეტი - დაბრუნება“ ალექსანდრე კორძაიას (Kordz) ნაწარმოებზე „1999“ არის დაფუძნებული, რომელიც 2021 წელს ჰოლანდიური ანსამბლისთვის „Kluster 5” დაიწერა. მუსიკალური სპექტაკლი მაყურებელს Kordz-ის წარმოსახვით სამყაროში ამოგზაურებს. შესაბამისად, მასში გამოყენებულია 1999 წლის აუდიოჩანაწერები, რომლებშიც 5 წლის ალექსანდრე მის წარმოსახვით სამყაროზე - ბრუნტეტზე, მის მაცხოვრებლებსა და ავტორის გონებაში დალექილ სხვადასხვა საინტერესო თემაზე გვიყვება.
სპექტაკლის რეჟისორია სანდრო კალანდაძე, წარმოდგენას მუსიკალურად აფორმებენ Kordz & ანსამბლი Kluster 5 (ჰააგა, ნიდერლანდები). პროექტის თეატრალურ მიმართულებაზე მუშაობდა „ჰარაკის“ გუნდი.
ტურის ფარგლებში სპექტაკლი სხვადასხვა ქალაქების თეატრებში დაიდგმება:
29 სექტემბერი - მარჯანიშვილის თეატრი (2 წარმოდგენა)
2 ოქტომბერი - ერისთავის თეატრი, გორი
4 ოქტომბერი - მესხიშვილის თეატრი, ქუთაისი
6 ოქტომბერი - საზაფხულო თეატრი, ბათუმი
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდზე: https://tkt.ge/show/14861/brunteti-the-return აღსანიშნავია, რომ SOLO ბარათის მფლობელები 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
პროექტის მხარდამჭერები არიან: SOLO X, მაზდა ცენტრი თეგეტა, Rooms Hotels.
მსახიობები:
ლანა ყავრელიშვილი
ანანო მახარაძე
ნატალია გაბისონია
ბექა ხაჩიძე
გიორგი რაზმაძე
თემო რეხვიაშვილი
მხატვარი:
ნანა კალანდაძე
ანიმაცია:
ნანა კალანდაძე და კოკა კიტია
ორგანიზატორი: Stockton