"თურმე შეიძლება ფსკერზე აღმოჩენა" – თათია შარანგია სამთვიანი ქორწინების შემდეგ ქმარს დაშორდა
16:47:38     12-09-2023
,,ღმერთს ვთხოვ, ეს სიყვარული იყოს მარადიული… 5 ივნისს გვაქვს ქორწილი, ვიწერთ ჯვარს და ვაწერთ ხელს”, – წერდა ტელეწამყვანი და პიანისტი, თათია შარანგია. ახლახან, ქორწინებიდან 4 თვეში კი მან სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ის და ჯარჯი თორაძე გაშორდნენ.
„მე და ჯარჯი დავშორდით. საკუთარი ღირსების ხათრით, დეტალებზე და მიზეზებზე არ ვისაუბრებ, თუმცა თბილისი პატარა ქალაქია და ვთვლი, რომ ყველას ჩვენი ადგილი გვაქვს სოციუმში. თურმე როგორც უნდა ეცადო, იყო საუკეთესო, მიძღვნილი მეუღლე, მაინც შეიძლება ფსკერზე აღმოჩნდე. ბოდიში გულშემატკივრებს, ვისაც ჩემს იმედგაცრუებაზე გული დაწყდება. მთავარია, დაცემის შემდეგ ძლიერად წამოდგე ფეხზე და გპირდებით, ამაში არ დაგაღალატებთ“, – წერს თათია შარანგია.