სოფელ ომალოში, სახლის სარდაფში, ჭერზე დაკიდებული ადამიანის ცხედარი იპოვეს, ის სავარაუდოდ ერთი წლის წინ გარდაიცვალა
16:44:24     12-09-2023
თუშეთში, სოფელ ომალოში, გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გარდაცვლილის სხეულს სახლის მფლობელმა იმ დროს მიაკვლია, როცა სარდაფს ათვალიერებდა. მანამდე ფართის მეპატრონე უცხო ქვეყანაში ცხოვრობდა და 2 წლის განმავლობაში ომალოში არ ყოფილა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა იმუშავეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი ჭერზე თოკით იყო დაკიდებული. ის, სავარაუდოდ, კაცს ეკუთვნის. გავრცელებული ცნობით, შემთხვევა წელიწადზე მეტი დროის წინ უნდა მომხდარიყო.
ერთ-ერთი ვერსიით, არ არის გამორიცხული, რომ ცხედარი უცხოელ ტურისტს ეკუთვნოდეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.