"მთელი თავისი ცხოვრება შრომობენ, საქმიანობენ, არ მუქთახორობენ და უსაქმურობენ... რატომ გვშურს?" – ოდიშარია ღარიბაშვილის მამაზე

  16:31:09     12-09-2023

"ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია პრემიერის ჩარტერის პენიონერი მამის მიერ დაფინანსების საკითხ ეხმაურება. 

ოდიშარიას თქმით ღარიბაშვილის მამა მთელი ცხოვრება შრომობს და არ მუქთახორობს და სწორედ ამიტომ აქვს შემოსავალი: 

"ბატონმა ჩუბინიძემ გააკეთა განცხადება, რომ აღნიშნული ხარჯის გადახდა კერძო პირის მიერ კომპანიისთვის იყო ნაცნობი წინასწარ, ახლა კომპანია ჰქონდა შეფასებული გარკვეული თანხით ეს მგზავრობა, თუმცა მაინც მოხდება დაკორექტირდება თანხის თუ რა ხარჯი იქნა გაწეული. რაც შეეხება იმას, საიდან შეიძლება ჰქონდეს ირაკლი ღარიბაშვილის მამას, ან ჩვენს მშობლებს, ან თქვენს მშობლებს გარკვეული შემოსავალი... ესენი არ არიან პატარა ბავშვები, მთელი თავისი ცხოვრება შრომობენ, საქმიანობენ, არ მუქთახორობენ და უსაქმურობენ, შესაბამისად რატომ გვიკვირს ან გვშურს, ან გული გვისკდება, რომ ვინმეს ჰქონდეს შემოსავალი", – ამბობს ბექა ოდიშარია.