ტესტერთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ყველაზე მასშტაბური ტექ ღონისძიება დასრულდა

  14:23:26     11-09-2023

თიბისის მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით, 9-10 სექტემბერს პროგრამული ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიებაზე მონაწილეობა საქართველოს და ევროპის წამყვანმა კომპანიებმა, დარგის ექსპერტებმა  და საერთაშორისო სპიკერებმა მიიღეს.

 

ღონისძიებაზე დამსწრეებმა დაამყარეს მნიშვნელოვანი ურთიერთობები, გააზიარეს ცოდნა და გააძლიერეს პროფესიული ქსელი. 2 დღის განმავლობაში ჩატარდა პანელური დისკუსიები, საინტერესო ვორკშოპები, ასევე საზოგადოება გაეცნო QA-ს (ხარისხის უზრუნველყოფის - Quality Assurance ) - ის  ბაზრის უახლეს კვლევას.

 

“თიბისი, როგორც ტექ კომპანია საქართველოში, ტესტირების მიმართულებით ტექ-პროფესიონალებს გაძლიერებასა და მათ განვითარებას რამდენიმე წელია უჭერს მხარს. ჯამში ჩვენთან დასაქმებულია 180 ადამიანი, 90 მათგანი მუშაობს ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით ანუ მანუალ ტესტერად, ხოლო 90 არის ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი. ყოველდღიური საქმიანობის გარდა ჩვენი გუნდის წევრები, თავად მუშაობენ განვითარებაზე, ეცნობიან საერთაშორისო სტანდარტებს და ნერგავენ ინსტრუმენტებს სამუშაოს ეფექტურად წარმართვისთვის.”- ნინო ნოზაძე, თიბისის ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი.

 

ღონისძიებას 2020 წლიდან ორგანიზებას უწევს საქართველო პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭოს საქართველოს ოფისი GeoSTQB. თიბისი მხარს უჭერს ტესტირების საერთაშორისო დღეს,  რადგან თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

 

ღონისძიებას, ასევე, მხარი დაუჭირეს - Epam, Lineate, Space int., aPeople, Soft Fan და Women’s empowerment principles.