„ჩემო ბუთქუჩა თოკო... ბავშვი ღვარცოფმა მამას ხელიდან გასტაცა“ - გურიაში სტიქიისას დაღუპული 11 წლის თორნიკეს ახლობლები იხსენებენ
16:00:13     08-09-2023
სოფელ ჯუმათში სტიქიას 11 წლის თორნიკე ჩხარტიშვილი ემსხვერპლა.
როგორც ცნობილია მოზარდი მოვარდნილმა ღვარცოფმა მამას ხელიდან გასტაცა.
„ჩემო ბუთქუჩა თოკო, შენ მოგიკვდი, ეს რა დღე გათენდა, შვილო, ეს რა წარღვნა მოვიდა... ანგელოზო გავიფრინდი... უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი რით ვანუგეშო შენი მშობლები დები და ძმა. ყველას რომ უყვარდი, თოკო.“
„შენ ჩემი შვილივით მიყვარდი, თორნიკე... ეს რატომ, რატომ... ჩემო ცხოვრება, მანდ მინდა ვიყო, ჩაგეხუტო, ჩემო სიცოცხლე. რატომ გათენდა ასეთი დღე, სიტყვებს ვერ ვპოულობ. ჩემი ნახევარი გული შენ წაიღე... შვილო, თორნიკე...“ - წერენ ოჯახის ახლობლები.