„საშუალო სიმაღლისაა, ხორბლისფერი კანი აქვს...“ - ქალი ამბობს, რომ ღვთისმშობელი გამოეცხადა

  15:08:08     06-09-2023

მარიამობასა და დედაღვთისაზე არაერთი სასწაულებრივი ამბავი მოგვისმენია. ღვთისმშობლის უამრავ ხატს განუკურნავს და გადაურჩენია ადამიანები, მაგრამ ამბავი,­ რომელსაც დღეს მოისმენთ, უჩვეულო და ცოტა მისტიკურიც კია.

მაია მელაძე (სანიტარი): - 33 წლის ვიყავი. ჩვენი სახლის ახლოს, წმინდა გიორგის ეკლესიაში დავდიოდი. დროდადრო ვეზიარებოდი. ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში სანიტრად ვმუშაობ. იმ დილას მორიგეობიდან ძალიან დაღლილი მოვედი. დავწექი და ცოტა ხანში ხმა მომესმა: "მაია, მარიამ, მაია, მარიამ!" - ხან შემოსასვლელისკენ წავედი, ხან ფანჯრიდან გავიხედე... ბოლოს მივხვდი, რომ ლოჯიის ფანჯრიდან მესმოდა ხმა. მაშინ თეთრი ფარდა მეკიდა, გადავწიე და დავინახე თეთრებში ჩაცმული­ ღვთისმშობელი, რომელიც მიღიმოდა: "დედა­ გენაცვალოს! ეკლესიის ეზოში გადმოდი, ხვალ გელოდები". ცა მოწმენდილზე ვნახე ეს. არც ღრუბელი იყო, არც არაფერი. ეგ იყო და ეგ და გაქრა.

ღვთისმშობელი ულამაზესია, პირველივე­ წუთიდან მაგრძნობინა­ დედაშვილური სიყ­ვარული. თავზე თეთრი თავსაბურავი­ ჰქონდა მოხვეული, შიგნით მეწამული სამოსი ეცვა. უამრავი ხატი არსებობს ღვთისმშობ­ლ­ის­, მაგრამ მე ათონის ღვთისმშობ­ლის­­ ხატს მივამსგავსე, რომელიც ახლა სახლში მყავს დაბრძანებული. საშუალო სიმაღლისაა.­ ხორბლისფერი კანი აქვს. ულამაზესი თვალები, მოყავისფრო, რაღაცნაირად გამჭვირვალე. უტკბილესი ხმა აქვს... მეორე დღეს მართლაც წავედი ეკლესიაში. საღამო ხანი იყო. ეკლესიის ეზოდან სხვადასხვა ფერის ნათება გამოდიოდა.­ ვიფიქრე, მღვდელს დაუყენებია განათებები-მეთქი“. წაიკითხეთ ვრცლად „კვირის პალიტრაზ