თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ტრადიციული ტურიზმის მეტი და მიგრაციის ეფექტის ნაკლები ზეგავლენა

  13:02:07     05-09-2023

ივლისის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 5.5%-ით განისაზღვრა. ამ ეტაპზე, ეკონომიკური აქტივობის შედარებით ნორმალიზების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი საექსპორტო კატეგორიაში საერთაშორისო სასაქონლო ფასების შემცირებაა. მიგრაციის ეფექტს რაც შეეხება, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ზეგავლენა - წელსაც პოზიტიური, თუმცა გასულ წელთან შედარებით, გაცილებით ნაკლები იქნება.

 

გრძელდება ტრადიციული ტურიზმის აღდგენა. ბელარუსიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ვიზიტორების გარეშე, მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში წლიურმა მატებამ 63% შეადგინა და ძირითადი წილი თურქეთსა და ევროკავშირზე მოდიოდა.  

 

სავალუტო შემოდინებების ძირითადი წყაროების, იმპორტის, საკრედიტო აქტივობისა და ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო პარამეტრების გათვალისწინებით, 2023 წლისათვის ეკონომიკის ზრდის თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი დაახლოებით 7%-ს შეადგენს.

 

გაეცანით პუბლიკაციას შემდეგ ბმულზე.