"ზურაბიშვილმა იცის, რომ სტატუსის მინიჭების პერსპექტივა გაზრდილია და სურს ქულების დაიწეროს" – ირაკლი კობახიძე

  16:42:15     01-09-2023

"ქართული ოცნების" სახე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტზე მორიგ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით სალომე ზურაბიშვილი ქულების დაწერას ცდილობს: 

"სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ითამაშოს ერთგვარი წაუგებელი თამაში, ერთი მხრივ, მან იცის, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა გაზრდილია და მას სურს მოვლენების ამგვარი შესაძლო განვითარებიდან ქულები თავად დაიწეროს, მეორე მხრივ კი ის ეცდება რამდენადაც შესაძლებელია საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას შეუშალოს ხელი", – ამბობს ირაკლი კობახიძე.