"რაც ოცნებამ შოვზე გააკეთა, არის იმის იდენტური, რაც პუტინმა კურსკის ტრაგედიის დროს გააკეთა"
16:25:28     01-09-2023
სოციალურ ქსელ Facebook-–ის პირეად გვერდზე ლევან ღამბაშიძე შოვის ტრაგედიაზე ვრცელ სტატუსს ავრცელებს და მმართველი პარტიის ქმედებას ვლადიმირ პუტინის ქმედებას ადარებს წყალქვეშა ნავ "კურსკის" ჩაძირვისას:
"რაც ოცნებამ შოვზე გააკეთა, არის იმის იდენტური, რაც პუტინმა კურსკის ტრაგედიის დროს გააკეთა.
თუ გახსოვთ, ლარი კინგმა რომ კითხა, რა დაემართა წყალქვეშა ნავსო, პუტინმა უპასუხა: ის ჩაიძირა. და ძალიან დიდი უხერხული პაუზა.
სინამდვილეში, კურსკის ეკიპაჟი რამდენიმე დღე კვდებოდა, მაგრამ რუსეთმა უარი განუცხადა ნებისმიერ სხვა ქვეყანას სამაშველო ოპერაციაში ჩართვაზე. უბრალოდ არჩია ხალხი დახოცილიყო, ვიდრე საკუთარი უმწეობა გაემჟღავნებინა. ასეთია ნებისმიერი ავტორიტარული სახელმწიფოს რეაქცია მსგავს მოვლენებზე.
ქართული ოცნებისთვის მტერია ყველა. არა მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიცია, არამედ სხვა ქვეყნებიც, საკუთარი მოქალაქეებიც, სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები…
შოვის ტრაგედიაში ოცნების დანაშაული ის კი არ არის, რომ მეწყერი ჩამოწვა(თუმცა ეგეც გამოძიების საგანი უნდა იყოს), არამედ მასზე რეაქცია.
თქვენ კიდევ არ იცით რა გულისამრევი საქმეები ატარა ოცნებამ ადგილზე. თქვენ არ იცით როგორ მოექცა გულახდილ მოქალაქეებს, რომლებსაც დახმარების სურვილი ჰქონდათ. თქვენ კიდევ არ იცით როგორ აკონტროლებს სუსი და შსს ყველაფერს ამ ქვეყანაში და რა ცუდად ექცევა საქართველოს საუკეთესო მოქალაქეებს. მთავარი ამოცანა იყო: საკუთარი უსუსურობის, უმაქნისობის და გათახსირებულობის დამალვა. მეტი იქ არაფერი უკეთებიათ.
ძალიან დიდი იმედი მაქვს მალე ყველა იტყვის იმას, თუ რაც მოხდა სინამდვილეში შოვის ტრაგედიის მომდევნო დღეებში და ეს ძაღლები პასუხს აგებენ საკუთარ დანაშაულზე.
ოცნების ამომრჩეველმაც მინდა კარგად იცოდეს, რომ თითოეული მათგანის სიცოცხლე საფრთხეშია სანამ ეს კორუმპირებული არარაობები არიან ხელისუფლებაში. ყველა შეიძლება იქ ყოფილიყო და ოცნების რეაქცია იგივე იქნებოდა. ნუ, ივანიშვილის ოჯახის გარდა, რა თქმა უნდა.
P.S. აი როგორც უკრაინაში შეჭრამ გამოავლინა რუსეთის კორუფციის ბიბლიური მასშტაბი, აი ეგრე ავლენს ოცნების ღორძაღლობას კოვიდი, მეწყერი, ძლიერი წვიმა და აშ. მერე ირკვევა რომ თურმე მინისტრი არ ვატგა, მაშველს ბოტები არ აქვს და სანიაღვრეა გაჭედილი. დანარჩენ დროს, რასაც ესენი მშვიდობას ეძახიან, ჯიპების და ლორო პიანას ტუფლების ყიდვით არიან დაკავებულნი", – წერს ლევან ღამბაშიძე.