"პრეზიდენტმა იმდენი თხარა, თხარა, რომ გამოთხარა იმპიჩმენტი" - მაჭარაშვილი ზურაბიშვილზე

  16:19:55     01-09-2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანტიდასავლური განცხადებებით ცნობილი, "რუსული კანონის" ავტორის, გურამ მაჭარაშვილის აზრით, სალომე ზურაბიშვილმა იმპიჩმენტი "გამოთხარა".

"სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს პრეზიდენტმა ხალხსაც მიაყენა შეურაცხყოფა, კონსტიტუციაც დაარღვია არაერთხელ და ბოლოს უკვე სახელმწიფოს წინააღმდეგ მოინდომა წასვლა, მათ შორის ევროპული ვიზიტების მომიზეზებით. ანუ იმდენი თხარა, თხარა, რომ გამოთხარა იმპიჩმენტი. ეს არის სამწუხარო რეალობა, საქართველოს პრეზიდენტმა შეძლო იმდენი, მოახერხა იმდენი, რომ მიიღო იმპიჩმენტის დაწყების პროცედურა", - ამბობს მაჭარაშვილი.