"ქალბატონის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან ეწერა ზაზა. გუშინ მამაკაცის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან აწერია ალინა" – შოვის ტრაგედია

  16:08:04     25-08-2023

შოვში დაკარგული ზაზა მესხის ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში წერს, რომ სტიქიის ზონაში იპოვეს კაცის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან აწერია ალინა. 

"რამდენიმე დღის წინ, ქალბატონის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან ეწერა ზაზა. გუშინ მამაკაცის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან აწერია ალინა. ეს ზაზას და ალინას სურათია, ორთავე ბეჭდით ერთად, ეხლახანს ზაზას 50 წლის იუბილეზე გადაღებული. - განისვენოს შენმა სულმა, იქ სადაც მართალნი განისვენებენ", - წერს ზაზა მესხის ოჯახის წევრი, რაფაელ გოგიტიძე.

ზაზა მესხი რაჭაში ოჯახთან - ცოლთან და სამ შვილთან ერთად ისვენებდა. შოვში სტიქიის ზონაში მაშველებმა მისი ცოლის, ალინა პოლი პოლიკოვსკასა და უფროსი შვილის ცხედრები იპოვეს.