თბილისში ორი დღეა 14 წლის გოგოს ეძებენ
11:22:08     14-08-2023
თბილისში 14 წლის გოგოს ეძებენ, როგორც ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, ლიზი სახლიდან 11 აგვისტოს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მათივე ცნობით, ბოლოს ის 12 აგვისტოს, ვაგზლის მეტროს ტერიტორიაზე შენიშნეს.
ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახს ტელეფონის ნომრებზე - 557672155; 558131630 ან, 593075225