საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Tbilisi-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება

  12:20:29     01-08-2023

საქართველოს ბანკთან პარნტნიორობით მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი DataFest Tbilisi მორიგ შეხვედრას - „ხელოვნური ინტელექტი და სარეკომენდაციო სისტემები საბანკო პროდუქტებისთვის“ 2 აგვისტოს გამართავს. ღონისძიებაზე სპიკერები ხელოვნური ინტელექტისა და სარეკომენდაციო სისტემების შესახებ ისაუბრებენ, რომლებიც აქტიურად ინერგება და გამოიყენება ფინანსური ინსტიტუტების მიერ.

მოწვეულ სპიკერებს შორის არის საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდის ხელმძღვანელი არჩილ კობალაძე, რომელიც საქართველოს ბანკის პროდუქტის მაგალითზე განიხილავს შემდეგ საკითხებს:

 

  • სარეკომენდაციო სისტემის დანერგვა საბანკო ინდუსტრიაში - რომელი ბიზნეს პრობლემის გგადაჭრაში გვეხმარება ის?
  • რა შეზღუდვები აქვს პოპულარულ სარეკომენდაციო ალგორითმებს (როგორებიცაა collaborative filtering და სხვ.) საბანკო პროდუქტებში;
  • offline ტესტირების დროს supervised learning-ისთვის დამახასიათებელი მეტრიკების (როგორებიცაა NDCG, ROEM, PRECISION, RECALL, სხვ.) ნაკლოვანებები ფინანსური სარეკომენდაციო სისტემის შეფასებისას;
  •  ციფრული არხებით მიღებული უკუკავშირის ეფექტური დამუშავების და მისი მეშვეობით მოდელის გაუმჯობესების სტრატეგიები.

„მოხარული ვარ რომ სპიკერის როლში მონაწილეობას ვიღებ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ყველაზე პრესტიჟული მონაცემთა ფესტივალის, DataFest Tbilisi-ის მორიგ შეხვედრაში. საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად მუშაობს სიახლეების დანერგვაზე, რომელიც  ბიზნეს პროცესების გამარტივებას შეუწყობს ხელს. ღონისძიების ფარგლებში, გვსურს დამსწრე საზოგადოებას გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება საბანკო პროდუქტებში სარეკომენდაციო სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით - რა პრობლემების გადაჭრაში გვეხმარება ის, რა ნაკლოვანებები და შეზღუდვები აქვთ პოპულარულ ალგორითმებს, როგორ შეიძლება აღნიშნული სისტემის დახმარებით გაზარდონ საკუთარი ბიზნესის ეფექტურობა და სხვა. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ახალი, თანამედროვე სისტემების საბანკო პროცესებში იმპლემენტაციას,“ - განაცხადა არჩილ კობალაძემ, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდის ხელმძღვანელმა.

შეხვედრაზე სპიკერის რანგში Lineate Georgia-ს უფროსი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი გიორგი ჩუბინიძეც იქნება, რომელიც ამერიკული ბანკის მაგალითზე (Kore.ai BankAssist) სარეკომენდაციო ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ისაუბრებს.

მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი DataFest Tbilisi, 2 აგვისტოს, ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც ფიზიკურად – Lineate Georgia-ს ოფისში, ასევე ონლაინ, Zoom-ის მეშვეობით ჩატარდება.

ღონისძიებაზე დასასწრებად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს