Visa და თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს Visa კონსიერჟისა და ჩატ ბოტის მომსახურეობას სთავაზობს
15:07:42     11-07-2023
დღეიდან, თიბისი კონცეპტ 360 ნაკრების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ Viber-ის არხში ისარგებლონ Visa კონსიერჟის და ჩატ ბოტის მომსახურებით 24/7-ზე ნებისმიერი ადგილიდან.
ახალი სერვისი მომხმარებლებს მრავალფეროვან სარგებელს სთავაზობს:
- კონცეპტ 360-ის უპირატესობები;
- ბანკის ფილიალებისა და ბანკომატების რუკა;
- ინფორმაცია და რეგისტრაცია კონცეპტ შეხვედრებზე;
- ადგილობრივი და საერთაშორისო შეთავაზებები;
- მოგზაურობასთან დაკავშირებული სერვისები;
- საერთაშორისო Lounge key-ს გამოყენების პირობები;
- Meet & Assist სერვისის გამოყენების პირობები;
- თიბისი კონცეპტში სამუშაო ან საპრეზენტაციო სივრცის დაჯავშნის შესაძლებლობა;
- კონცეპტ ცენტრთან დაკავშირება;
- FastTrack-ის სერვისით სარგებლობა;
- ინფორმაციული და საკონსულტაციო მომსახურება;
- ინფორმაცია Visa Signature ბარათის პრივილეგიების შესახებ;
- ორგანიზაციული საკითხების მოგვარება.
ამ ეტაპზე, ჩატ ბოტი ხელმისაწვდომია მხოლოდ თიბისი კონცეპტის სადებეტო Visa Signature ბარათის მფლობელებისთვის. შესაბამისად, მასში არსებული სერვისების გამოყენება შეუძლია კონცეპტ 360-ის ყველა იმ მომხმარებელს, ვინც ფლობს აღნიშნულ ბარათს.