MAN-ის უახლესი ავტობუსებით დედაქალაქს „თეგეტა ჰოლდინგი“ მოამარაგებს

  14:20:54     29-06-2023

     . „თეგეტა ჰოლდინგი“ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულია

 

     . კომპანია დედაქალაქს 160 ერთეული ევროპული წარმოების MAN-ის უახლესი 18-მეტრიანი ავტობუსით მოამარაგებს

 

      . თბილისის მუნიციპალური პარკისთვის MAN Lion’s City 18C-ის მიწოდება 2024 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყება

„თეგეტა ჰოლდინგი“ დედაქალაქს ევროპულიწარმოების MAN-ის უახლესი 18-მეტრიანი ავტობუსებით მოამარაგებს. კომპანიამ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ტენდერის პირობების თანახმად, თბილისის მუნიციპალური პარკისთვის ავტობუსების მიწოდება 2024 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე, 2024 წლის 1 აპრილამდე,  კომპანია 50 ერთეულ ავტობუსს შემოიყვანს, დარჩენილი რაოდენობა კი 2024 წლის ბოლომდე დაიფარება.ჯამში, დედაქალაქის მუნიციპალური ავტოპარკი 160 ერთეული უახლესი, თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებით განახლდება.

ავტობუსების შემოყვანაზე ხელშეკრულებას „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტას“ შორის 15 ივნისს მოეწერა ხელი. შედეგად,დედაქალაქს ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებული ბუნებრივი აირის ძრავაზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსებიშეემატება.

 

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: ჩვენთვის, როგორც რეგიონის მასშტაბით ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიისთვის,დიდი პასუხისმგებლობაა, კიდევ ერთხელ მივიღოთ მონაწილეობა თბილისისსაზოგადოებრივი სატრანსპორტო ქსელის გაფართოებაში. ვამაყობთ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, დედაქალაქის მცხოვრებლებს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები შევთავაზოთ. MAN-ის 18-მეტრიანი, ევრო 6 ემისიის მქონე ავტობუსები გამორჩეულია თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლებით და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით. MAN Lion’s City 18C წლებია, რაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დადის და მიხარია, რომ მალე ისინი თბილისის ქუჩებშიც გამოჩნდებიან. 

„თეგეტა“ უკვე 17 წელია, გერმანული ავტოგიგანტის MAN-ის პარტნიორი და რეგიონში მისი ექსკლუზიური დილერია.აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის მუნიციპალური ტრანსპორტის განახლების პროცესში 2016 წლიდან ვმონაწილეობთ და ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონსმივაწოდეთ თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები.

„თეგეტას“ ენდობიან არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის მასშტაბით. 2023 წელს ჩავერთეთ სომხეთის დედაქალაქისმუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმაში და ერევანს 100-ამდე ერთეული MAN-ის ბრენდის ავტობუსი მივაწოდეთ“.  

MAN Lion’s City 18C სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. ავტობუსს 4 ასასვლელი კარი აქვს და 162 მგზავრზეა გათვლილი. დამონტაჟებულიათანამედროვე სტანდარტის გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, რომლებიც სრულად შეესაბამება თბილისის კლიმატურ პირობებს. ავტობუსი აღჭურვილია Wi-Fiსისტემებით და 8 USB დატენის წერტილით,რომლებიც თანაბრად ნაწილდება სამგზავრო განყოფილებაში. 

 

MAN Lion’s City 18C-ის შემოყვანა მნიშვნელოვანიაგარემოსდაცვითი მიმართულებითაც, რადგან ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებული ბუნებრივი აირის CNG ძრავაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები, სხვა მოდელებთან შედარებით, გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის და ხელს უწყობს CO2-ის ემისიის შემცირებას.

თეგეტას 28-წლიანი ისტორიის მანძილზე, რეგიონის მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს. 2016 წლიდან კომპანიამ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები, MAN-ისა და სხვა ევროპული ბრენდების 500-ამდე ავტობუსი მიაწოდა. მათ შორის, უახლესი თაობის, ევრო 6 სტანდარტის, დიზელისა და CNG ძრავაზე მომუშავე მუნიციპალური ტრანსპორტი.

ასევე 2022 წელს EBRD-ის მხარდაჭერით განხორციელებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შემდეგ, „თეგეტა ჰოლდინგი“ ერევნისმუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმირების პროცესში ჩაერთო და სომხეთის დედაქალაქს 100-ამდე ერთეული MAN-ის ბრენდის ავტობუსი მიაწოდა. 

„თეგეტა“ 2006 წლიდან გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში.ცენტრალური ფილიალის ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების სერვისცენტრი, MAN-ის მიერ არის ავტორიზებული და სრულად შეესაბამება გერმანული ავტოგიგანტის სტანდარტებს. გარდა ამისა, მიმდინარე წელს, ჰოლდინგი გეგმავს MAN-ის სტანდარტებით ახალი, უპრეცენდენტო მასშტაბისსერვისცენტრის მშენებლობას, რომელშიც განთავსდება რეგიონული ჰაბი, ყველა იმ სერვისით, რასაც კომპანია სთავაზობს მომხმარებელს.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი