"ხელისუფლების ამოცანაა, ხელში ჩაიგდოს ყველა ფინანსური ინსტიტუტი, ეროვნული ბანკის ჩათვლით, რათა კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს საბანკო მონოპოლია" - გიორგი კაპანაძე
17:01:11     08-06-2023
ეროვნულ ბანკში, „რუსული ოცნების” კლანის ჩამოყალიბება ნიშნავს ისეთივე შედეგებს საბანკო სექტორში, რაც მურუსიძის სასამართლოში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, ხელში ჩაიგდოს ყველა ფინანსური ინსტიტუტი, ეროვნული ბანკის ჩათვლით, რათა კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს საბანკო მონოპოლია.
„ეროვნულ ბანკში, „რუსული ოცნების” კლანის ჩამოყალიბება ნიშნავს ისეთივე შედეგებს საბანკო სექტორში, რაც მურუსიძის სასამართლოში.
მათ მიერ ჩამოყალიბებული საბანკო მონოპოლია ემსახურება ოლიგარქიული კლანის გამდიდრებასა და ხალხის გაღარიბებას.
ფინანსური ინსტიტუტების კონტროლი, „რუსულ ოცნებას” სჭირდება შავი ფულის გასათეთრებლად, კორუფციული სქემების ასაწყობად და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ზემოქმედების მოსახდენად.
სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ასე გააფთრებით იბრძვიან ეროვნული ბანკის სრულად დასამორჩილებლად.
ამიტომ, საყოველთაო გაღარიბების შესაჩერებლად, მონოპოლიების დასაშლელად თუ დემოკრატიული რეფორმების გასატარებლად, მათ შორის, ფინანსურ სექტორსა და ეროვნულ ბანკში, მხოლოდ ერთი გზა არსებობს - “რუსული ოცნების” დამარცხება, საერთო ძალისხმევით“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.