სალათი „ახალი საუკუნე“

  12:56:45     01-09-2011

მასალა:

 

მოხარშული ღორის ხორცი - 250-300 გრამი

დაკონსერვებული ანანასი - 1 ქილა

დაკონსერვებული სიმინდი - 1 ქილა

მწვანე ზეთის ხილი - 1 ქილა

მაიონეზი

ხახვი - 1ცალი

 

მომზადების წესი:

 

ანანასი დავწუროთ და დავჭრათ საშუალო ნაჭრებად. დავუმატოთ დაკონსერვებული სიმინდი და შუაზე დაყოფილი ზეთის ხილი. ხორცი დავჭრათ კუბებად. ხახვი ნახევარმთვარისებურად დავჭრათ და მოვთუშოთ დამარილებულ ზეთში ოქროსფერის მიღებამდე, გავაციოთ. თითოეული ყველა ინგრედიენტი ავურიოთ ერთმანეთში, დავუმატოთ მაიონეზი და შევდგათ მაცივარში გასაცივებლად 1-2 საათით.