სალათი „ქალბატონებისთვის“
12:55:55     01-09-2011
მასალა:
მოხარშული ქათმის ფილე - 200 გრამი
დაკონსერვებული ანანასი - 150-200 გრამი
მაგარი ყველი - 70 გრამი
ნიორი - 1 კბილი
მაიონეზი
მარილი
ახლად დაფქული შავი წიწაკა
მომზადების წესი:
მოხარშული ქათმის ხორცი დავჭრათ პატარა კუბებად. ანანასი დავწრიტოთ და ისიც კუბებად დავჭრათ. ყველი მსხვილ სახეხზე გავხეხოთ. ნიორი დავჭყლიტოთ, ან დანით დავაქუცმაცოთ. ნიორი მაიონეზს შევურიოთ. ღრმა თეფშში გადავიტანოთ ქათამი, ანანასი და ყველი. დავუმატოთ მაიონეზი. გემოვნების მიხედვით მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. მზა სალათი დავყოთ და მოვათავსოთ თეფშებზე, რომლებზეც წინასწარ იქნება განლაგებული სალათის ფურცლები. ამის შემდეგ მოვრთოთ ახალი ოხრახუშით.