აჭარაბეთმა ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელებული სპორტის მხარდამჭერი აქტივობების ანგარიში წარადგინა

  18:10:26     05-06-2023

აჭარაბეთ არენაზე,  აჭარაბეთმა საზოგადოებას და მედიას წარუდგინა ანგარიში, განხორციელებული პროექტების შესახებ, ბოლო 5 წლის განმავლობაში სპორტის მიმართულებით.

კომპანიამ ქართული სპორტის მხარდასაჭერად 5 წლის განმავლობაში ჯამში 20 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი გამოყო, აღნიშნული თანხით ამ ხნის განმავლობაში, ათობით წარმატებული პროექტი შეიქმნა.

 

“აჭარაბეთი ქართული სპორტის მთავარი გულშემატკივარი და მხარდამჭერია. კომპანია წლებია ზრუნავს ქართული სპორტის პოპულარიზაციაზე, გვერდში უდგას ქართველ სპორტსმენებს, თავისი წვლილი შეაქვს მათთვის საუკეთესო პირობების შექმნაზე და ეხმარება კარიერულ განვითარებაში.

 

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აჭარაბეთი ქართულ სპორტს 20 მილიონი ლარით დაუდგა გვერდით. კომპანია აქტიურად აგრძელებს ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერას, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება და საინტერესო პროექტები გველის.“-განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის  დირექტორმა ნინი გუჯაბიძემ.

აჭარაბეთი ამაყობს, რომ ჰყავს სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენელი ამბასადორები. ინდივიდუალური სპორტსმენები  და გუნდები/ნაკრებები,რომლებიც უყვარს ქართველს გულშემატკივარს და არაერთი საერთაშორისო გამარჯვება მოიპოვეს მსოფლიო მასშტაბით. მათ შორის არიან: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები, საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრები, საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი’’, გიგა ჭიკაძე, ლაშა შავდათუაშვილი, გენო პეტრიაშვილი, გურამ თუშიშვილი, ირმა ხეცურიანი, სანდრო ბაზაძე, ნინა თიბილაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, რომან დოლიძე , შოთა არველაძე,  ეთერ ლიპარტელიანი, გვანცა ზადიშვილი.

 

სიხარულით აღვნიშნავთ, რომ დღეიდან აჭარაბეთის ამბასადორებს  UFC-ის კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი შეურთდა.

 

კიდევ უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებთ ქართველ სპორტსმენებს კომპანიის სახელით, აჭარაბეთი ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს!