
"მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითო ეკონომიკური ზრდა გვაქვს" – ირაკლი ღარიბაშვილი
17:03:05     05-06-2023
საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, საქართველოს მსოფლიოში საუკეთესო ეკონომიკური ზრდა აქვს:
"ეკონომიკური ზრდა გვაქვს საკმაოდ მაღალი. ჩვენ აპრილში გვქონდა 7.5% ეკონომიკური ზრდა, რაც მიმდინარე ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე არის ძალიან დამაიმედებელი, ძალიან კარგი და ძალიან პოზიტიური. იანვარ-აპრილში ჩვენი ეკონომიკური ზრდა გამოდის, 7.3% რაც ერთ-ერთი სამაგალითოა მთელ მსოფლიოში. ასევე მინდა გითხრათ, რომ აპრილში 20% არის გაზრდილი ექსპორტის მოცულობა და წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსულმა ზრდამ 100%-ს გადააჭარბა", – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.