რიო დე ჟანეიროში 31 წლის ქართველი მეზღვაური მოკლეს

  16:03:10     31-05-2023

ბრაზილიური მედიის ცნობით, რიო დე ჟანეიროში 31 წლის ქართველი მეზღვაური მოკლეს. 

საუბარია ბათუმელ ილია კახაბერიძეზე. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, 30 მაისს, გემის ინჟინერი, სასტუმროს ნომერში საწოლზე მიბმული აღმოაჩინეს. 

როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილი გამოძიებამ სათვალთვალო კამერების საშუალებით ამოიცნო, ის ამ დროისათვის დაკავებულია, მაგრამ დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.