
"რუსეთს მოსწონდა წინა ხელისუფლება, ჩვენი ხელისუფლების პირობებში აქვს ნული პროგრესი" - ირაკლი კობახიძე
15:53:11     31-05-2023
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება მოსწონდა, "ქართული ოცნების" პირობებში კი "აქვს ნული პროგრესი":
"ძალიან მოსწონდათ წინა ხელისუფლება [რუსეთს] იმიტომ, რომ წინა ხელისუფლებამ ჩააბარა 20% ტერიტორიების და ძალიან მოსწონდა. მერე უვიზო რეჟიმი შესთავაზა ცალმხრივად, სტრატეგიული ობიექტები მიყიდა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში აქვს ნული პროგრესი, არავითარი პროგრესი არ აქვს", – აცხადებს კობახიძე.