"ზურაბიშვილსა და რუსულ პარტიას შორის არანაირი განსხვავებაა, უბრალოდ საუბრობს, არ მოქმედებს" – ლევან ხაბეიშვილი

  17:29:52     29-05-2023

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილსა და "ქართულ ოცნებას" შორის განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ზურაბიშვილი უბრალოდ ლაპარაკობს, მაგრამ არ მოქმედებს:

"ჩემთვის უკაცრავად, მაგრამ არანაირი სხვაობა არ არის სალომე ზურაბიშვილსა და რუსულ პარტიას შორის. ერთია, რომ უბრალოდ საუბრობს, არ მოქმედებს. თუ მოქმედება უნდა სალომე ზურაბიშვილს, შეუძლია გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი, შეუძლია გაათავისუფლოს ნიკა გვარამია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორ რუსულ ძალას შორის, შიდა ძალას შორის არის დაპირისპირება. იმიტომ, რომ მათ შორის საუბრის გარდა, არაფერი სხვაობა არ არის", – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.