"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის
17:13:47     29-05-2023
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ყვარელში, პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პარტია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის.
მისი განმარტებით, რეგიონებში ჩამოყალიბდება ლოჯისტიკური ცენტრები, იქნება რეგიონული შეხვედრები და საპროტესტო აქციები, რომლის მთავარი მიზანიც საზოგადოების გაერთიანება იქნება.
დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განსახილველ თემებს შორის იყო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, ქვეყნის ევროინტეგრაციის ისტორიული შანსი, რუსული საფრთხეები და მათი აცილების პოლიტიკა.