"ევროინტეგრაციას არანაირი კავშირი არ აქვს არც მიხეილ სააკაშვილთან და არც ნიკა გვარამიასთან" – კახა კალაძე
17:09:47     29-05-2023
თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის ევროპულ მომავალთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
აღნიშნული განცხადება კალაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომლითაც მერს ჰკითხეს, უნდა შეიწყალოს თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი:
"ევროპულ მომავალს და ევროპულ ინტეგრაციას საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს არც მიხეილ სააკაშვილთან და არც ნიკა გვარამიასთან.
[...] ჩვენ პოლიტიკური პატიმრების საკითხი დავამთავრეთ 2012 წელს, ვიცით ყველამ რა ხდებოდა ამ მიმართულებით, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. დღეს, საბედნიეროდ, ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს. გვყავს კონკრეტული დამნაშავეები", - თქვა კახა კალაძემ.