„ლექსუს თბილისმა“, თიბისი ჯგუფის მხარდაჭერით, ახალი თაობის ლექსუს RX წარადგინა
12:02:21     24-05-2023
“ლექსუს თბილისის” ორგანიზებით და თიბისი ჯგუფის მხარდაჭერით, შატო მუხრანში, 25 წლიანი ისტორიის მქონე, ლექსუს RX-ის მეხუთე თაობის მოდელის პრეზენტაცია გაიმართა.
ბრენდის ერთგულ მოხმარებლებს, კომპანიის ბიზნეს პატრნიორებსა და საავტომობილო სფეროს ექსპერტებს, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი და შესრულებული, ვიზუალურად და ფუნქციურად სრულიად განახლებული ავტომობილის ახლოდან დათვალიერების, მისი შინაარსისა და დახვეწილი გარეგნული ელემენტების გაცნობის საშუალება მიეცათ.
სიახლესთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი ლექსუს RX-ის ტრადიციულ გზას აგრძელებს და მისი წინამორბედების ღირსეული მემკვიდრეა.
ლექსუსი გამორჩეული ბრენდია ტექნოლოგიური სიახლეების და თანამედროვე დიზაინის მიმართულებით. თუმცა, მისი მთავარი ღირებულება სტუმარმასპინძლობის ტრადიციაა, რასაც იაპონურად ომოტენაში ეწოდება. იაპონური და ქართული კულტურების ეს საერთო ღირებულება „ლექსუს თბილისმა“ მომსახურების სტანდარტად აქცია.
მათ, ვისაც, ავტომობილის შეძენამდე ახალი RX-ის სატესტოდ მართვა აქვთ განზრახული, ლექსუს თბილისი საშუალებას აძლევს აღნიშნული მოდელის 3 სხვადასხვა ვერსია გამოსცადონ.
- RX 350
RX 350 აღჭურვილია 2.4 ლიტრის მოცულობის ტურბო ბენზინის ძრავით. წინა მოდელისგან განსხვავებით, შემცირებულია ძრავის მოცულობა და საწვავის მოხმარება, ავტომობილის სიმძლავრე კი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
- RX 350h
RX 350h აღჭურვილია 2.5 ლიტრის მოცულობის ძრავით და მეოთხე თაობის ჰიბრიდული სისტემით. ამ ავტომობილის საწვავის მოხმარება ქალაქში 100 კმ-ზე დაახლოებით 6,5 ლიტრს შეადგენს.
- RX 500h
მთავარი სიახლე RX 500h performance hybrid-ია, რომელიც F Sport დიზაინის გარდა, წარმოდგენილია ისეთი ახალ ტექნოლოგიებით, რომლებიც მის სპორტულ მართვას უზრუნველყოფენ. პირველად ლექსუსის ისტორიაში, ეს ავტომობილი ტურბირებული ძრავისა და ჰიბრიდული სისტემის ერთობლივ მუშაობას გვთავაზობს, რომლის დახმარებითაც, 371 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
„ლექსუს თბილისის“ დაარსების დღიდან, თიბისი კომპანიის ფინანსური პარტნიორი და მხარდამჭერია.
თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, რომ 2023 წლის 30 ივნისამდე, ახალი თაობის Lexus RX-ის შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად მიიღოს:
- ავტომობილის ერთ წლიანი დაზღვევა
- 1000₾ ვაუჩერი ლექსუსის ორიგინალ აქსესუარებსა და ლექსუს ბუტიკის პროდუქციაზე ან ავტომობილის კერამიკული დაფარვა.
„ლექსუს თბილისი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს და სრულ ტექნიკურ მომსახურებას სთავაზობს.