უნგრეთი "მიგებს" ყიდის
10:34:35     01-09-2011
ახლახან ცნობილი გახდა, რომ უნგრეთი თავის განკარგულებაში არსებული 24 МиГ-29-ის ტიპის გამანადგურებლების გაყიდვას აპირებს. ამჟამად გამანდგურებლები არ იმყოფებიან ექსპლუატაციაში და რეზერვში არიან გადაყვანილნი. აღნიშნული თვითმფრინავების გაყიდვა ეტაპობრივად მოხდება. პირველად 8 თვითმფრინავისგან შემდგარი პარტია და მათი 20 სათადარიგო ძრავა გაიყიდება. "მიგების" გაყიდვა ტენდერის პრინციპით მოხდება და ნებისმიერ მსურველს მასში მონაწილეობაზე განაცხადი არაუგვიანეს 15 სექტემბრისა უნდა შეიტანოს. ტენდერის ფინალისტის დასახელება 2001 წლის ოქტომბრის თვის ბოლოს მოხდება.
უნგრეთმა МиГ-29-ის ტიპის გამანადგურებლები რუსეთისგან 1993 წლის ბოლოს, 800 მილიონიანი ვალის ნაწილობრივ დაფარვის ფარგლებში მიიღო. 2002 და 2004 წლებში 24 გამანადგურებლიდან 14-მა შედარებით ახალმა თვითმფრინავმა მოდერნიზაციისა და რესურსის გახანგრძლივების პროგრამა გაიარა. გამანადგურებლების დარჩენილი რაოდენობა კი რეზერვში იყო გადაყვანილი და მათ მარაგნაწილების წყაროს სახით იყენებდნენ. 2005 და 2008 წლებში მომხდარ საავიაციო შემთხვევებისას უნგრეთმა ორი "მიგი" დაკარგა.
რაც შეეხება თავად МиГ-29, მასზე მუშაობა გასული საუკუნის 1970-იან წლებში დაიყო. იმ პერიოდში მსოფლიოს უმეტესი სახელმწიფოების საგამანადგურებლო ავიაციის ბირთვს მესამე თაობის გამანადგურებლები წარმოადგენდნენ. საბჭთა კავშირში - МиГ-23, ამერიკაში - F-4 Phantom II, საფრანგეთში - Mirage F-1, შვედეთში JA.37 Viggen.
მაგრამ, მესამე თაობის გამანადგურებლების შექმნისა და სრულყოფის პარალელურად, აშშ-სა და საბჭოთა კავშირში, დაწყებული იყო აქტიური სამუშაობა მეოთხე თაობის გამანადგურებლის შექმნაზე. ჯერ კიდევ 1965 წელს აშშ-ში დღის წესრიგში გამანადგურებელ Phantom II-ის შეცვლის საკითხი დადგა. ოთხი წლის შემდეგ კი ფირმა Mcdonnell Douglas-თან გაფორმებული იყო კონტრაქტი F-15-ის სერიულ წარმოებაზე.
1969 წელს საბჭოთა კავშირშიც გამოცხადებული იყო კონკურსი მეოთხე თაობის საფრონტო გამანადგურებლის შექმნაზე, რომელშიც მიქოიანის საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ შემოთავაზებულმა МиГ-29-მ გაიმარჯვა. თვითმფრინავის პროექტზე მუშაობა საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა, რისი წყალობითაც თვითმფრინავის პირველი საცდელი ნიმუშის მშენებლობა 1977 წლის აგვისტოში დასრულდა. ამავე წლის 6 ოქტომბერს კი МиГ-29 პირველად აფრინდა ჰაერში. 1982 წელს თვითმფრინავი სერიულ წარმოებაში ჩაუშვეს. ერთი წლის შემდეგ კი პირველი ხუთი სერიული მანქანა ლიპეცკში დისლოცირებულ საბრძოლო გამოყენებისა და საფრენოსნო შემადგენლობის გადამზადების ცენტრს გადაეცა. მალევე ახალი გამანადგურებლები სენაკში დისლოცირებულმა 34-ე ავიაპოლმაც მიიღო, საიდანაც 1989 წლის 19 მაისს მფრინავმა ალექსანდე ზუევმა МиГ-29 თურქეთში გაიტაცა. ერთი წლით ადრე კი დიდ ბრიტანეთში, ფარნბოროს ავიაშოუზე МиГ-29ს პირველი სადემონსტრაციო გაფრენა შედგა.
მთლიანობაში დღემდე 850-მდე МиГ-29-ია გამოშვებული, რომლებიც 30 ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაზეა. რაც შეეხება ჩვენს "მშვიდობის მოყვარე" მეზობელს, დღეისთვის მის შეიარაღებაში 270-მდე МиГ-29-ია, რომლებიც ხუთ ავიაპოლკში არიან გადანაწილებულნი.
დღეისთვის 17 სხვადასხვა მოდიფიკაციის МиГ-29-ია გამოშვებული, მათ შორის ორ ადგილიანი სასწავლო МиГ-29УБ და საგემბანო МиГ-29К, რომელიც პირველად 1988 წლის 23 ივლისს აფრინდა. შემდგომში მან ავიამზიდზე 74 დაჯდომა შეასრულა. მაგრამ 1990-იანი წლების დასაწყიასში რუსეთში წარმოქმნილი მძიმე ეკონომიური პირობების გამო ის სერიულ წარმოებაში არ ჩაუშვიათ. 2007 წლეს მოსკოვის ავიაკოსმოსურ სალონზე დემონსტირებული იყო მისი ორ ადგილიანი ვარინტიც МиГ-29КУБ.
2003 წელს ჰაერში აფრინდა პირველი МиГ-29ОВТ, რომელიც ცვლადი წევის ვექტორის მქონე ძრავებითაა აღჭურვილი. საქშენის უნიკალური კონსტრუქციის წყალობით, მას მობრუნება 360 გრადუსიან დიაპაზონში შეუძლია, რისი საშუალებითაც თვითმფრინავი ჰაერში უნიკალურ მანევრებს ასრულებს. ამავე დროს აღნიშნული სისტემის ჩართვისა ან გამორთვის დრო მფრინავის სურვილზეა დამოკიდებული.
2007 წლიდან კორპორაცია "მიგი" აქტიურ რეკლამას მოდერნზირებულ МиГ-35-ს უწევს, რომელიც "4++" თაობის წარმომადგენელია. წინამორბედებისგან ის გაუმჯობესებული საფრენოსნო შესალებლობითა და რადიო-ელექტრონული აღჭურვილობით გამოირჩევა. დღეისთვის ამ თვითმფრინავის მხოლოდ რამოდენიმე საცდელი ნიმუშია შექმნილი. რუსეთს ინდურ ტენდერში გამარჯვების დიდი იმედი ჰქონდა. წარმატების შემთხვევაში ის ინდურ მხარეს 126 გამანადგურებელს მიაწვდიდა.
დღეისთვის უნგრეთი არ ახროეციელებს МиГ-29-ების ფრენებს. რამოდენიმე ხნის წინ ეს თვითმფრინავები შვედური "გრიპენებით" ჩაანაცვლეს. მოძველებული "მიგების" გაყიდვის გადაწყვეტილება კი სამხედრო ბიუჯეტის შევსების საჭიროებამ განაპირობა. რვა თვითმფრინავის საწყისი ფასი 18.3 მილიონი დოლარია.