"გიგა ოთხოზორიას მკვლელობის დღეს, რუსულმა ოცნებამ ის მეორედ მოკლა" – გიორგი კაპანაძე თბილისის აეროპორტში რუსული თვითმფრინავის დაშვებაზე
16:55:36     19-05-2023
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობის დღს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული თვითმფრინავის დაშვების საკითხს ეხმაურება. მისი თქმით, ამ ქმედებით :ქართულმა ოცნებამ" გიგა ოთხოზორია მეორედ მოკლა:
"გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წლის შემდეგ, რუსული ოცნება ტაშ-ფანდურით მიესალმა მათ, ვინც გიგა ოთხოზორია მოკლა, ვინც მისი მკვლელობა გაამართლა.
ზუსტად ქართველი გმირის მკვლელობის დღეს, რუსულმა ოცნებამ ის მეორედ მოკლა.
ზღვარი წაშლილია - რუსული ოცნება არის რუსული რეჟიმი.
დავიბრუნოთ საქართველო", - წერს გიორგი კაპანაძე.