რა გახდა გორში ოთხი წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი – გორის ჯანდაცვის ცენტრის განმარტება რა გახდა გორში ოთხი წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი – გორის ჯანდაცვის ცენტრის განმარტება />


  19:50:04     18-05-2023

რა გახდა გორში ოთხი წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი – გორის ჯანდაცვის ცენტრის განმარტება

1684425383gggg.jpg

"გორში, 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მოკვლევა ჩაატარა და გამოიკვეთა, რომ სწორედ ჩუტყვავილას გართულება გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი“ - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მარი გიუნაშვილმა განუცხადა.

„4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ჩაატარა მოკვლევა და გამოიკვეთა, რომ სწორედ ჩუტყვავილას გართულება გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი. მოკვლევის პროცესში ხდება დეტალების დაზუსტება - გარდაცვალებამდე ბავშვის მდგომარეობის, კლინიკაში ვიზიტების, მიმართვიანობის ინტენსივობის, კონკრეტულ ექიმთან - ნინიაშვილთან კონსულტაციების, ბავშვის აცრების სტატუსის შესახებ და ა.შ. დადგინდება ყველა დეტალი. ფაქტის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა სრული ინფორმაცია მიაწოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. რაც შეეხება რეგულირების სააგენტოს, სავარაუდოდ, მოკვლევას დაიწყებს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოც“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა.


ავტორი: presa.ge