“მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ფერმერების მოთხოვნები და ასევე, გადადგან ნაბიჯები პურის ფასის შესამცირებლად” - გიორგი კაპანაძე “მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ფერმერების მოთხოვნები და ასევე, გადადგან ნაბიჯები პურის ფასის შესამცირებლად” - გიორგი კაპანაძე />


  15:34:20     17-05-2023

“მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ფერმერების მოთხოვნები და ასევე, გადადგან ნაბიჯები პურის ფასის შესამცირებლად” - გიორგი კაპანაძე

1684323460333217829_740229191035789_9017048448430463569_n.jpg

 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომლითაც ის ხელისუფლებას ფერმერების მოთხოვნების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს:

"სოლიდარობა და მხარდაჭერა ქართველ ფერმერებს, რომლებიც ხელისუფლების კორუფციული პოლიტიკის წყალობით, ხორბლის თვითღირებულებაში რეალიზაციასაც კი, ვეღარ ახერხებენ.

იმის გამო რომ ქვეყანაში დიდი რაოდენობით რუსული ფქვილი შემოდის, ქართველ ფერმერებს შარშანდელი მოსავალი უფუჭდებათ.

ეს მაშინ, როდესაც საქართველო, ხორბლის საჭირო რაოდენობის მხოლოდ 15 პროცენტს აწარმოებს.

ამავე დროს, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ფქვილის ფასი, თუმცა, ხელისუფლების კორუფციული პოლიტიკიდან გამომდინარე, პური არ გაიაფებულა.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ქართველი ფერმერების სამართლიანი მოთხოვნები და ასევე, გადადგან ნაბიჯები პურის ფასის შესამცირებლად, რაც ამ მომენტისათვის, სრულიად რეალურია.

ქართველი ფერმერების მხარდაჭერა და პურის გაიაფება, მნიშვნელოვნად დაეხმარება ოლიგარქიული მმართველობით დაჩაგრულ, კიდევ უფრო გაღარიბებულ და მძიმე დღეში ჩავარდნილ ხალხს", – წერს გიორგი კაპანაძე. 


ავტორი: presa.ge