საქართველოს ბანკის ორგანიზებით ქალი მეწარმეებისთვის ელ. კომერციაზე სამდღიანი ვორქშოპი გაიმართება საქართველოს ბანკის ორგანიზებით ქალი მეწარმეებისთვის ელ. კომერციაზე სამდღიანი ვორქშოპი გაიმართება />


  11:56:10     11-05-2023

საქართველოს ბანკის ორგანიზებით ქალი მეწარმეებისთვის ელ. კომერციაზე სამდღიანი ვორქშოპი გაიმართება

1683791839ვორქშოპი ქალი მეწარმეებისთვის 1.png

საქართველოს ბანკის ორგანიზებითა და EFSE Entrepreneurship Academy-ს დაფინანსებით ქალი მეწარმეებისთვის 16, 17, 18 მაისს, სამდღიანი ვორქშოპი - „როგორ განვავითაროთ ელ. კომერციის პლატფორმა ბიზნესისთვის“ გაიმართება. სამუშაო შეხვედრებს Start - Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი, ლარისა პატარაია გაუძღვება.

ვორქშოპზე განხილული იქნება შემდეგი თემები: როგორ შევარჩიოთ ელ. კომერციის ყველაზე ოპტიმალური პლატფორმა; როგორ მოვახდინოთ ბიზნესპროცესების გადაწყობა, იმისთვის რომ გავზარდოთ შემოსავლები ელ.კომერციის გამოყენებით და როგორ მივიღოთ გაციფრულების პროცესში ტექნიკური მხარდაჭერა. ვორქშოპის შემდეგ მეწარმე ქალებს შესაძლებლობა ექნებათ შეიმუშაონ ელ.კომერციის განვითარების გეგმა საკუთარი ბიზნესისთვის და იზრუნონ  საჭირო ფინანსების მოზიდვაზე.

პროექტის მიზანია ქალ მეწარმეებს დაეხმაროს ბიზნესის გაციფრულებაში, რათა მათ შეძლონ საკუთარი ბიზნესის გაძლიერება. ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია პროექტში ჩართული თითოეული კომპანიის ციფრული სტრატეგიის გაუმჯობესება და ქალი მეწარმეებისთვის სამუშაო შეხვედრების (workshops) ჩატარება (გაყიდვები, მარკეტინგი, ოპერაციები), რათა მიღებული ცოდნით მეწარმეებმა დამოუკიდებლად შეძლონ სამოქმედო გეგმის შემუშავება და დანერგვა.

„საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების  წახალისებასა და გაძლიერების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ბიზნესების მხარდაჭერა, რომლის სათავეშიც ქალი დგას. ვორქშოპი სწორედ  მცირე და საშუალო ზომის მეწარმე ქალებისთვისაა განკუთვნილი, რომელთა საქმიანობის სფეროს სხვადასხვა სახის პროდუქტით საცალო ვაჭრობა წარმოადგენს. მოცემულ მომენტში კი, მათი ამოცანა ბიზნესში ონლაინ გაყიდვების დანერგვა ან წილის გაზრდაა. ვორქშოპის მიზანიც ესაა, მეწარმე ქალებს ელ.კომერციის განვითარებაში დაეხმაროს, რაც ონლაინ გაყიდვების გაზრდას ემსახურება. ვორქშოპის შედეგად მათ ექნებათ წარმოდგენა საკუთარი ბიზნესის ონლაინ არხებში განვითარების შესაძლებლობის შესახებ. მეწარმეები შეიმუშავებენ ელ.კომერციის განვითარების გეგმას და შეძლებენ ელ.კომერციის გამართვისთვის აპლიკაციის შევსებას დაფინანსების მოთხოვნის მიზნით“, - განმარტავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მენეჯერი, ოლღა ნაკაშიძე.

 

ქალი მეწარმეების მხარდასაჭერი პროექტი მთელი წლის განმავლობაში სტუმრებს სხვადასხვა ვორქშოპებით უმასპინძლებს. რაც შეეხება პირველ ვორქშოპს - ის Phubber-ის დამფუძნებელთან, ანანო დოლაბერიძესთან ერთად გაიმართა. შეხვედრაზე მეწარმეებმა მოისმინეს, თუ რა ხერხებითაა შესაძლებელი ციფრული სტრატეგიის გაუმჯობესება  და გაყიდვების ზრდა.  მეორე შეხვედრას კი სალომე არღვლიანი უძღვებოდა, თემით - "კარგი დამსაქმებლის სტრატეგია".

ინფორმაციისთვის, ლარისა პატარაია 10 წელია ბიზნეს საკონსულტაციო საქმიანობაშია ჩართული და მეწარმეებს გაზრდასა და ტრანსფორმაციის პროცესში ეხმარება. ის ამ პერიოდის განმავლობაში 200-ზე მეტ კვლევით და ბიზნესის განვითარების პროექტს ხელმძღვანელობდა. მას აკადემიური საქმიანობის ფარგლებში ეკავა ასოცირებული პროფესორის პოზიცია და 5 წლის განმავლობაში იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის სტრატეგიის ინსტიტუტის აფილირებული პროფესორი.

ვორქშოპზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია გაიაროთ აღნიშნულ ბმულზე.

 

 


ავტორი: R