"მე არ მოვემსახურები რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს" – თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელმა სამსახური დატოვა
16:42:40     10-05-2023
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელი გიორგი ფხალაძე რუსეთიდან თბილისში პირდაპირი რეისით ჩამოფრენილების მომსახურებაზე უარს აცხადებს. როგორც ფხალაძე სოციალურ ქსელში წერს, მან სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება დაწერა:
"მე არ მოვემსახურები რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს!!! დავწერე განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ და 19 მაისიდან აღარ ვიმუშავებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში!" – წერს გიორგი ფხალაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა.