უკრაინა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის კოალიციის შექმნას გეგმავს
16:23:51     05-05-2023
უკრაინის სახალხო დამცველის ოფისში დღეს მიხეილ სააკაშვილის საკითხზე პირადად ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით იმსჯელეს. შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინის რადასა და საქართველოს პარლამენტის ოპოზიციის დეპუტატები.
"ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან აქ განვიხილავთ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თავისუფლებისა და რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოს, მიხეილ სააკაშვილს. გაჟღერდა ძალიან ბერი მნიშვნელოვანი წინადადება, თუმცა ყველაზე საინტერესო კოალიციის შექმნის საკითხი, რამშტაინის ფორმატის ანალოგი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის იმუშავებს, სააკაშვილს ტყვეობაში ტოვებს მოსკოვი და მასთან ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ძალებით", - თქვა ფრაქცია "ხალხის მსახურის" დეპუტატმა, ოლეგ დუნდამ.