ინდოეთი მძიმე ტექნიკის ბაზას აახლებს

  17:19:12     31-08-2011

ინდოეთის სამხედრო შესყიდვების საბჭომ, 124 საბრძლო ტანკ Arjun Mk.II–ის შეძენის თაობაზე, თანხმობა განაცხადა. მათი საერთო ღირებულება 370 მილიონი რუპია ანუ, 8.03 მილიონი დოლარია. ტანკების წარმოება HVF–ის ქარხანაში, ქალაქ ავადიში მოხდება. პირველ პარტიას 2015 წელს გამოუშვებენ.

2011 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ინდოეთის არმიამ ქარხანას 248 ტანკის შეკვეთა მისცა. –  124 ერთეული Arjun Mk.I–ის და ამავე რაოდენობის Arjun Mk.II–ის. Arjun Mk.II–ის შექმნაზე მუშაობა მიმდინარე წლის თებერვალში დამთავრდა. პოლიგონზე მისი გამოცდა, ივნისში შედგა და წარმატებითაც დასრულდა. დეკემბერში ტანკის ზამთრის პირობებში გამოცდაც მოხდება.

Arjun Mk.II–ი აღჭურვილია აქტიურ–რეაქტიული ჯავშნით, სათვალთვალო სისტემით, ღამის ხედვისა და კავშირის აპარატურით. გარდა ამისა, ახალ ტანკს შეუძლია ტანკსაწინააღმდეგო ჭურვების გაშვება.