უბედურ შემთხვევას კიდევ ერთი ჯარისკაცი ემსხვერპლა

  17:18:10     31-08-2011

ასტრახანის საავადმყოფოში, კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა, რომელმაც სასიკვდილო ჭრილობები „Ашулук“–ის პოლიგონზე აფეთქების შედეგად მიიღო. „ჯარისკაცი, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, იგი დღეს დილით, რეანიმაციაში გარდაიცვალა“, განუცხადა ჟურნალისტებს ოლქის საავადმყოფოს ექიმმა.

აფეთქება რამდენიმე დღის წინ, „Ашулук“–ის პოლიგონზე საბრძოლო მასალების უტილიზაციისას მოხდა. ექვსი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა. 12–მა მძიმე დაზიანებები მიიღო. ერთი, მოგვიანებით გარდაიცვალა საავადმყოფოში. დღეს გარდაცვლილი ჯარისკაცი, მერვე აღმოჩნდა.