სუს–მა ქოლ–ცენტრების უფროსებს უბრძანა – 2 კვირა საქმიანობის შესაჩერებლად და ტრანზაქციების კვალის წაშლა

  16:41:38     02-05-2023

სუს-ის ბრძანება ე.წ. ქოლ - ცენტრების მფლობელებს - როგორც "მთავარ არხს" უსაფრთხოების სამსახურთან დაახლოებული წყარო ანონიმურად აწვდის ინფორმაციას, სუს-მა ყველა ქოლ- ცენტრს გაფრთხილება მისცა, რომ ორი კვირის ვადაში საქმიანობა უნდა შეაჩერონ და თაღლითური ტრანზაქციების კვალი წაშალონ. 

იმავე წყაროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. კერძოდ კი საერთაშორისო მედია ბოლო დროს აქტიურად სვამს კითხვას, როგორ გადაიქცა საქართველო მსგავსი ტიპის ტრანსნაციონალური  დანაშაულის ჰაბად და ვინ უწყობს ამ ყველაფერს ხელს.