11:23:42     28-04-2023
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, საბურთალოზე „აგროჰაბის“ ახალი ფილიალი გაიხსნა
საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად აგრელებს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, საბურთალოზე „აგროჰაბის“ ახალი ფილიალი გაიხსნა.
ახალი ლოკაცია, პირველი ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის“ რიგით მეოთხე ფილიალია.
„საქართველოს ბანკთან უკვე წლებია ვთანამშრომლობთ და მათი მხარდაჭერით, საბურთალოზე „აგროჰაბის“ ახალი ფილიალი გაიხნა. ეს არის სასიამოვნო სიახლე იმ მომხმარებლისთვის, ვის კვების რაციონშიც განსაკუთრებული ადგილი ნატურალურ და ჯანსაღ პროდუქტებს უჭირავს. ტრადიციულად, აგროჰაბში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს ჩვენი წარმოების ყველა ის პროდუქტი, რომელიც ყველა ჩვენს არსებულ ფილიალში ცენტრალური საწარმოდან მარაგდება. ესენია, როგორც 100% ნედლი რძისგან დამზადებული რძის პროდუქტები და აგროჰაბის ფერმებიდან ნედლი ხორცი, ასევე ნახევარფაბრიკატები, ზღვის დელიკატესები, ჩვენი სასათბურე მეურნეობის ბოსტნეული, ფრანგული ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული საკონდიტრო ნაწარმი და სხვა მრავალი პროდუქტი“, - აღნიშნავს „აგროჰაბის“ გენერალური დირექტორი, ლაშა გოცირიძე.
„ქართულ ბაზარზე „აგროჰაბის“ განმასხვავებელი ფაქტორი ბიზნეს კონცეფციაა, რომელიც ორგანული, ნატურალური, ჯანსაღი საკვები-პროდუქტის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მოხარული ვართ, რომ აგროჰაბთან ჩვენი პარტნიორობა უკვე მრავალ წელს ითვლის და ამჯერად, კიდევ ერთი, ახალი ფილიალის გახსნას შევუწყვეთ ხელი. მსგავსი სახის პროექტები ერთი მხრივ, ხელს უწყობს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის გაძლიერებას. მეორე მხრივ, კი ფინანსური მხარდაჭერა ბიზნესს აძლევს მეტ მოტივაციას აკეთოს ახალი, საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტები“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სანდრო ძაგნიძემ.
ინფორმაციისთვის, 2023 წელს ასევე საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „აგროჰაბის“ ცენტრალიზებული საწარმო გაისხნა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით და დანერგილია წარმოების უახლესი ტექნოლოგიები. სწორედ აღნიშნული საწარმოდან მარაგდება ყველა ფილიალი. წლის ბოლომდე კი, თბილისში „აგროჰაბის“ კიდევ ერთი ახალი ფილიალი გაიხსნება.