ყველის სალათი
12:35:07     31-08-2011
მასალა:
თეთრი ან შავი პური - 100 გრამი
კვერცხი - 2 ცალი
ყველი - 150-200 გრამი
ნიორი - 2 კბილი
კიტრი - 2 ცალი
მაიონეზი
მომზადების წესი:
პური დავჭრათ კუბებად და გავხუხოთ მცენარეულ ზეთში. ყველი გავხეხოთ. კიტრი გავასუფთაოთ და დავჭრათ განივად რამდენიმე ნაწილად. კვერცხი მოვხარშოთ და გავხეხოთ. ნიორი დავაქუცმაცოთ ან დავჭყლიტოთ. ინგრედიენტები ერთმანეთში ავურიოთ და დავუმატოთ მაიონეზი.