ბოსტნეულის სალათი თინუსით
12:34:31     31-08-2011
მასალა:
კვერცხი - 2 ცალი
პომიდორი - 2 ცალი
სალათის ფოთლები
კარტოფილი - 1-2 ცალი
თინუსი - 200 გრამი
ზეითუნის ზეთი - 1/2 ქილა
მარილი
წიწაკა
ზეითუნის ზეთი - 5 სუფრის კოვზი
ნიორი - 2 კბილი
ღვინის ძმარი - 2 სუფრის კოვზი
მომზადების წესი:
გავრეცხოთ პომიდორი, გავაშროთ და საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ. მწვანე ლობიო გავრეცხოთ, მოვათავსოთ ადუღებულ, დამარილებულ წყალში და ვხარშოთ 6-7 წუთის განმავლობაში. წყალი ჩავაშროთ. კარტოფილი მოვხარშოთ, გავაციოთ და კუბებად დავჭრათ. კვერცხი მოვხარშოთ, გავასუფთაოთ და თითოეული ექვს ნაჭრად დავჭრათ. სალათის ფურცლები გავრეცხოთ, გავაშროთ და დავყოთ. თინუსს გამოვაცალოთ ფხები და ჩანგლით დავჭყლიტოთ. თეფშზე მოვათავსოთ სალათის ფოთლები, პომიდორი, კარტოფილი, ლობიო, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და ავურიოთ ერთმანეთში. ამის შემდეგ, გავასუფთაოთ ნიორი, დავაქუცმაცოთ. შემდეგ მოვთუშოთ ზეითუნის ზეთში 2-3 წუთის განმავლობაში სუსტ ცეცხლზე. მიღებული ნივრის ზეთი გავაციოთ, დავუმატოთ მარილი, წიწაკა, ზეითუნის ზეთი, ღვინის ძმარი და კარგად ავურიოთ. გაციებული მასა მოვასხათ სალათს და დავუმატოთ კვერცხი, თინუსი და ზეთის ხილი.