ხის სოკო ქათმის ფილეთი და არაჟნით
12:33:30     31-08-2011
მასალა:
ხის სოკო - 400-500 გრამი
ქათმის გული - 250 გრამი
არაჟანი - 200-300 გრამი
ხახვი - 1 თავი
მწვანილი
კარაქი + მცენარეული ზეთი - მოსათუშად
მარილი
წიწაკა
მომზადების წესი:
დიდ ჯამში ჩავასხათ წყალი და ჩავყაროთ სოკო. სოკოს გამოვუცვალოთ რამდენიმეჯერ წყალი და გავწმინდოთ ჭუჭყისგან სამზარეულოს ფუნჯის დახმარებით. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გავრეცხოთ, გადმოვყაროთ საწურზე და ვაცადოთ დაწრეტა. შემდეგ, სოკო საშუალო ნაჭრებად დავჭრათ. ქათმის გული გავრეცხოთ და კარგად გავაშროთ. ხორცი დავჭრათ კუბებად. გავასუფთავოთ ხახვი და დავჭრათ საშუალო ნაჭრებად. ტაფაზე დავდოთ კარაქი და მოვასხათ მცენარეული ზეთი. გავაცხელოთ და დავყაროთ ქათმის ხორცი, შევწვათ ერთი წუთის განმავლობაში ძლიერ ცეცხლზე, თან გამუდმებით ვურიოთ. შემდეგ მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი და გადავიტანოთ თეფშზე. ტაფაში, სადაც ხორცი იწვებოდა, მოვათავსოთ სოკო და ცოტა მარილი მოვაყაროთ. საშუალო ცეცხლზე შეწითლებამდე მივიყვანოთ. ამასთანავე სოკომ უნდა გამოიღოს საკმაოდ ბევრი წვენი. ნელა ვურიოთ წვენის საბოლოო გამოღებამდე. შემდეგ დავუმატოთ ცოტაოდენი ზეთი და კარგად შევწვათ, 1-3 წუთის განმავლობაში. გადმოვიღოთ სოკო ქათმის თეფშზე. ტაფაზე დავამატოთ ცხიმი, დავყაროთ ხახვი, დავამარილოთ და 20 წუთის მანძილზე ვთუშოთ სუსტ ცეცხლზე შერბილებამდე. ტაფაზე სადაც ხახვია მოთავსებული დავამატოთ სოკო ხორცით და კარგად ავურიოთ. დავუმატოთ არაჟანი და ყველაფერი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. ტაფას დავაფაროთ და ძალიან დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში დავტოვოთ. შემდეგ დავუმატოთ მწვანილი, მარილი, წიწაკა გემოვნებით, ავურიოთ და ამის შემდეგ კვლავ დავაფაროთ თავზე და კიდევ ხუთი წუტით დავტოვოთ ცეცხლზე. ამ დროის გავლის შემდეგ გადავანაწილოთ თეფშებზე.